ბათუმში, ფარნავაზ მეფის #108 ბარაკის ტიპის ორ საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა.
შემთხვევის დროს შენობაში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა გარეთ ამოსვლა დროულად მოახერხეს.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენლება ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს, თუმცა Eშენობები საცხოვრებლად უვარგისია.
მაშველებმა ვერც საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა მოახერხეს.
დაზარალებულებს ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდნენ და მათ დახმარებას დაჰპირდნენ.