შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს და ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მალხაზ ჟ. ქურდული სამყაროს წევრობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს კავშირი ჰქონდა ე.წ. ქურდლი სამყაროს წევრებთან. ასევე დადგინდა, რომ 2014 წლის 7 იანვარს მალხაზ ჟ-მ თანამზრახველებთან ერთად სამტრედიაში, კალანდარაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართი სადგური გაქურდა, საიდანაც გაზგასამართი დანადგარის სხვადასხვა აპარატურა წაიღო.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.).