თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 3 თებერვალს 11:00 საათზე განახლდება.
დღევანდელ პროცესზე კი ბრალდების მხარის ოთხი მოწმე სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, ზაზა პაპუაშვილი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბექა ჯავახაძე დაიკითხა.
შეგახსენებთ, რომ შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.