ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მისი ციხიდან გაყვანის საკითხზე მოითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორზე შეამოწმონ. ამის შესახებ, მერაბიშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა რის შემდეგ სხდომა დატოვა.
"მზად ვარ, სიცრუის დეტექტორზე ან ნებისმიერი ქვეყნის ექსპერტიზის წინ დავადასტურო ჩემი სიმართლე. ვერც სოზარ სუბარი, ვერც ფარცხალაძე და ვერავინ გაბედავს სიცრუის დეტექტორზე დაჯდომას. მე ამისთვის მზად ვარ და იმედი მაქვს, პროკურატურა ამ ტესტს ჩაატარებს", _განაცხადა მერაბიშვილმა.