თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროცესი განახლდება.
ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხება, კერძოდ სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე და ზაზა პაპუაშვილი.
სასამართლო პროცესზე დასწრებას ვანო მერაბიშვილიც გეგმავს.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.