მთავარ პროკურატურაში თბილისის ხუთი რაიონის გამგებელი დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც გამგებლები განმარტავდენ მათ საგამოძიებო სტრუქტურიდან უწყება არ მისვლიათ და დაკითხვაზე სატელეფონო ზარის საშულებით დაიბარეს.
გავრცელებული ინფომაციით, დაკითხვაზე გამგებლები თბილისის სატელევიზიო ანძის გარე განათების გათიშვის თემაზე დაწყებული გამოძიების გამო დაიაბრეს.
შეგახსენებთ, რომ დაკითხვაზე დღეს გამოიძახეს: გლდანის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე, კრწანისის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი, ისნის გამგებელი თორნიკე ხუციშვილი, ჩუღურეთის გამგებელი დავით დაღელაშვილი და დიდუბის გამგებელი ლევან მხეიძე.
მასალის გამოყენების პირობები