თბილისის ცენტრში ორი მაამკაცის ცხედარია ნაპოვნი. მიცკევიჩის ქუჩაზე 29ა-ში მდებარე დედათა და ბავშვთა სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა. როგორც შემთხვევის ადგილზე ასამაშველო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა, ერთ-ერთ გარდაცვლილს აღენიშნება ცეცხლანასროლი ჭრილობა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. მეორის გარდაცვალების მიზეზი კი დგინდება.
გარდაცვლილთა ვინაობა უცნობია. ორი ადამიანის გარდაცვალების და ხანძრის გაჩენის გარემოებები დგინდება. მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და მიმდინარეობს გამოძიება.