სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი "პატიმრობის კოდექსში" შესატანი ცვლილებებს ეხმიანება და მას ცივილურად აფასებს. როგორც საკითხის კომენტირებისას სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ,,პატიმრობის კოდექსში" შესატანი ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
,, პირველად ხდება, რომ მართლაც ცივილიზებული კოდექსი გვექნება, სრულიად შესაბამისობაში პატიმრობის ევროპულ წესებთან და გაეროს მინიმალურ სტანდარტებთან. სწორედ ეს ორი დოკუმენტი გვქონდა სახელმძღვანელოდ აღებული როცა ვმუშაობდით პატიმრების კოდექსზე. ყველა ის სპეცსაშუალება რაც კანონშია ჩაწერილი გამოდის ევროპის პატიმრობის წესებიდან და გაეროს მინიმალური სტანდარტებიდან. ამასთან ერთად, სანამ კოდექსს პარალმენტში და მთავრობაში განსახილელად შემოვიტანდით ყოველდღიურად ვმუშაობდით ევროსაბჭოს ადგილობრივ ოფისთან, ექსპერტებთან. კოდექსზე მუშაობა როცა დავამთავრეთ შემდეგ პროექტი გავაგზავნეთ ყველა წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სახალხო დამცველი ოფისში და როცა მათი შენიშნები მივიღეთ და გავითვალისწინეთ მოვაწყვეთ კონფერენცია სადაც დეტალურად განვიხილეთ თითოეულო პუნქტი", _განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ,,პატიმრობის კოდექსში" შესატანი ცვლილების თანახმად, ფართოვდება იმ საშუალებების ჩამონათვალი, რომლის გამოყენება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები