საქართველოში მომდევნო სამი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სინოპტიკოსმა ლია კაკიაშვილმა განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნისლი.
,,აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ნისლი. გორი-სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთის ქარი გაძლიერდება 20-25 მ/წმ-ში. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ველოდებით წვიმას, მაღალ მთაში თოვლს. ხოლო ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლია კაკიაშვილი.
მისივე განმარტებით, მომდევნო დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.