უკრაინის ოპოზიცია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის შეთავაზებას არ იღებს.
„ლიდერებს ირჩევს ხალხი და არა თქვენ", - დაწერა იანუკოვიჩის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის შეთავაზების შემდეგ Twitter-ში არსენი იაცენიუკმა.
თუმცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი ოპოზიციის ლიდერების მხრიდან ამ დრომდე არ გაჟღერებულა.
იცენიუკის განცხადებით, შეთანხმება იანუკივიჩთან გაფორმებული არ არის და საპროტესტო აქციის მონაწილეები დაასრულებენ იმას, რაც დაიწყეს.
მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე იაცენიუკმა განცხადა, - „ ჩვენ უარს არ ვაცხადებთ, მაგრამ არ ვიღებთ ამ წინადადებას".
პარალალურად უკრაინის შსს-ს 200-მა სამხედრო მოსამსახურემ, საკუთარი ნებით დატოვა ევროპის მოედანზე განთავსებული საერთაშორისო საგამოფენო კონგრეს ცენტრის შენობა, რომელსაც ასევე უკრაინის სახლს ეძახიან.
გრუშევსკის ქუჩაზე ოპოზიცია აგრძელებს ბარიკადების გამაგრებას და ღია დაპირიპირებისთვის ემზადება.
ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე დაპირიპირებას 7 ადამიანი ემსხვერპლა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რამოდენიმე ასეულმა ადამიანმა.
მასალის გამოყენების პირობები