საპარლამენტო უმცირებობის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ პარლამენტისთვის უცნობია, თუ რა დოკუმენტი მოამზადეს ლეიბორისტებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, "ლეიბორისტული პარტიის~ მიერ მომზადებული დოკუმენტს შინაარსს არავინ არ იცნობს, რადგან საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, დოკუმენტი უკან დაუბრუნდა ლეიბორისტულ პარტიას რეკომენდაციით, რომ თავად პარტიას დაერიგებინა დეპუტატებისთვის. პარტიას კი არავისთვის არ გაუგზავნია.
რაც შეეხება ზეპირი ფორმით გავრცელებულ მოტივაციას, რის საფუძველზეც ითხოვენ ლეიბორისტები სააკაშვილისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას, ეს არის ვარდების რევოლუციის მოწყობა და ამ შემთხვევაში კი, ვეფხვაძის განცხადებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ოპოზიციაში მყოფ ყველა იმ პირს, ვინც `ვარდების რევოლუციის~ შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოღვაწეობდნენ. ამ განცხადების თანახმად კი, დაკავებული უნდა იქნას არა მხოლოდ პრეზიდენტი სააკაშვილი, არამედ ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ირაკლი ოქრუაშვილი, გოგა ხაინდრავა, ~კონსერვატიული~ და ~რესპუბლიკური~ პარტიების ლიდერები.
სააკაშვილს იმპიჩმენტის შესახებ `ლეიბორისტული პარტიის~ მიერ მომზადებულ დოკუმენტი დღეს აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ფრაქცია `ძლიერი საქართველოს~ წევრმა გია ცაგარეიშვილმა `ლეიბორისტების~ ინიციატივისთვის მხარდაჭერა გადაწყვიტა და საკუთარ მხარდაჭერას დეპუტატი ხელმოწერით დააფიქსირეებს.