პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინის გაყოფის საფრთხეს ხედავს. მისი თქმით, უკრაინის ერთიანობა საფრთხეშია. განცხადება ამის შესახებ მან სეიმში გააკეთა.
„ეს მტკიცება ძალია ორაზროვანია, როდესაც ის ისმის იმ ადამიანის ბაგიდან, რომელსაც საქმია ამგვარი მდგომარეობის შექმნის გამო სული პასუხისმგებლობა ეკისრება. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის საქციელმა მდგომარეობა ამ კრიტიკულ მომენტამდე მიიყვანა, როდესაც უკრაინის სახელმწიფოს ერთიანობა საფრთხს ქვეშ დადგა',_ განაცხადა ტუსკმა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის ევროპულ არჩევანს მომავალშიც დაუჭერს მხარს, თუმცა დასძინა, რომ უკრაინელებს „ხანგრძლივი მარში" ელით.
„უკრაინა, როგორც მდიდარი და მშვიდი მეზობელი პოლინეთისათის აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მან უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. ხოლო გაყოფილი და შიდაბრძოლებით გაყოფილი უკრაინა კი ადრე თუ გვიან სერიოზული პრობლემა გახდება მთელი რეგიონისათვის და არ მხოლოდ უკრაინელებისათვის", _ აღნიშნა პრემიერმა.