საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ იპოვოს დიალოგისა და დაძაბულობის განმუხტვისაკენ მიმავალი გზა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი გმობს ძალადობას, რომელიც კიევში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გრძელდება.
„მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ იპოვოს დიალოგისაკენ და დაძაბულობის მოხსნისაკენ მიმავალი გზა. როგორ მე ვილნიუსში ავღნიშნე ევროკავშირი ღია რჩება უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისათვის", _ აცხადებს ოლანდი.
მასალის გამოყენების პირობები