მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიევში აგრარული პოლიტიკის სამინისტროს შენობა დაიკავეს. უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი ნიკოლაი პროსიაჟნიუკი მათ შენობის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ემოციებისგან თავი უნდა შეიკავოთ და საშუალება უნდა მისცეთ სამინისტროს თანამშრომლებს თავიანთი მოვალეობა შეასრულონ და უზრუვნელყონ სასურსათო უსაფრთხოება , მით უფრო ასეთ რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციაში", _ განაცხადა მინისტრმა.