კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის დამძიმებას სანდრო გირგვლიანის საქმის ჩიხში შესვლას უკავშირებს.
,, შემიძლია განვაცხადო, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება მთლიანად ჩაფლავდა. დავით ახალაიას მიმართ არც ერთი ბრალი არ დადასტურდა და ვერც დადასტურდებოდა. იმისი გამო, რომ ამ საქმეს ვერ უხერხებენ ვერაფერს, პროკურატურა ცდილობს დანაშაულებრივად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოწმეთა მიერ განხორციელებული ზეწოლის საფუძველზე, ცრუ მოწმეების საფუძველზე დავით ახალაიას წაუყენონ ახალი ბრალი. კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ გირგვლიანის საქმეზე გამოძიება ჩიხშია შესული", _განაცხადა ადვოკატმა.
ირაკლი ზაქარეიშვილი პროკურატურას მოუწოდებს სანდო გირგვლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაარკვიოს გირვლიანის მეგობრის ლევა ბუხაიძის და ქალაქის სამმართველოს ყოფილი ხელმძრვანელობის როლი.
,,პროკურატურას მოვუწოდებ კარგად გაარკვიონ გირგვლიანის მეგობრის ლევან ბუხაიძის და ქალაქის სამმართველოს ყოფილი ხელმძრვანელობის როლი გირგვლიანის გარდაცვალების საქმეში. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საზოგადოებას ელის შოკისმომგვრელი ფაქტები და დაცვის მხარე, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებულია არ გაამჟღავნოს გამოძიების მონაცემები, მე ავიღებ ამას ჩემს თავზე და საზოგადოებას ვამცნობ თუ რა საყალბეებია გირგვლიანის საქმეში და როგორ არის გამოძიება ჩიხში შესული", _აცხადებს ადვოკატი.