ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ კონსტანტინოვი ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდიუმის სახელით განცხადებით გამოვიდა, სადაც ოპოზიციის მიერ კიევში დაფუძნებულ სახალხო რადას „არაკონსტიტუციური ორგანო" უწოდა. მან ხაზგამისთ აღნიშნა, რომ არ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვტილებები ნახევარკუნძულზე არ შესრულდება.
ამას გარდა, მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ქვეყანაში განვითარებულ კრიზისზე მთლიანად ეკისრება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ „სატელიტებს" უკიდურესად მემარჯვენე ნაონაცისტური ბანდფორმირებებისგან.
„მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს და ყველა ყირიმელს, მძლავრი წინააღმდეგომა გაუწიონ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს რომლებსაც ნაციონალ-რადიკალების მხრიდან აქვთ ადგილი.
ვაფრთხილებთ თავს გასულ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენ ტერიტორიაზე მოქმედებდა, მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს მხოლოს და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს კანონები, რომელთაგან ერთ ერთი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაა.
ამიტომაც მაიდანელების მიერ მიღებულ ნებისმიერ განაწყვეტილებას, მათ შორის ჩვენს ნახევარკუნძულზე რაღაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ არავითარი საფუძველი არ გააჩნია, ამიტომაც ისინი არ შესრულდება",_ ნათქვამია განცხადებაში.