26 მაისის მოვლენებზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ბრალდებული, ყოფილი ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილიც ესწრება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის დასაკითხ მოწმეთა შორის ნონა გაფრინდაშვილი, კახა კუკავა, გია ბურჯანაძე და სახალხო დამცველის წარმომადგენლები არიან, რომლებიც 26 მაისის აქციაზე იმყოფებოდნენ.
შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.