თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრა რომელიც ევროსაბჭოს ოფისში მიმდინარეობს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც ესწრება.
ადვოკატების განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღებას გაამახვილებენ პროკურატურის მიერ მოწმეების ზეწოლის ფაქტებსა და მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გახანგრძლივებულ წინასწარ პატიმრობაზე.