რესპოდენტის შესახებ
ამავე დროს, ექსპერტის აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევა რუსეთის მხრიდან იმის აღიარება იქნება რომ ის უუნაროა, უსახურია და რომ ის მიდის არა მხოლოდ მთელი კავკასიიდან, არამედ მთლიანად მთელი თავისი სამხრეთის რეგიონიდან. ამიტომაც როგორც არ უნდა დათბეს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, რუსეთის მხრიდან ეს არ მოხდება!
საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამად არის ის მდგომარეობა რაც არის. თქვენ ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული რბილად რომ ვთქვათ, უთანხმოების მიზეზი არა საქართველოს დასავლეთისაკენ სწრაფვაა, არამედ უმთავრესი პრობლემა - რუსეთის მიერ აფხაზეთისა ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაა. თქვენი აზრით, რამდენად დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ეს პრობლემა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობდეს? რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ რუსეთმა თავისი აღიარება უკან წაიღოს ან საქართველომ აღიაროს თავისი რეგიონების დამოუკიდებლობა? ხომ არ შეიძლება ეს პრობლემა მუდმივად ეკიდოს ჩვენს თავზე?
სინამდვილეში პრობლემა შესაძლოა მართლაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყოს საქართველოსა და რუსეთის შორის ცაში გამოკიდებული. ჩრდილოეთ კვიპროსისა და ტაივანის მაგალითი კი ამის ნათელი დასტურია.
შესაძლოა პრობლემის გადაწყვეტა მიმდინარეობდეს ათწლეულობით, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ამიტომაც მე მიმაჩნია, რომ პრობლემა რომელზეც თქვენ საუბრობთ, ანუ მისი გადაწყვეტა უახლოეს რამდენიმე წელში ვერ მოხდება. ეს უფრო ხანგრძლივი პროცესია.
ხოლო რაც შეეხება რუსეთის მიერ თავისი აღიარების უკან წაღებას, ჩემი აზრით ეს არარეალური და შეუძლებელია და ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს. აღიარების არავითარი უკან წაღება არ იქნება!
როგორც არ უნდა დათბეს ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის?
როგორც არ უნდა დათბეს - ეს გამორიცხულია! აქ პრობლემა თავიდანვე იყო და რუსეთიც და საქართველოც სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული სიტუაციის მძევლები გახდდნენ.
პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ სამხრეთ ოსეთი ეს არის ოსი ხალხის ნაწილი ხოლო ჩრდილოეთ ოსეთი, როგორც ცნობილია არის ფორდპოსტი მთელი რეგიონისა და რუსეთისათვის საყრდენი მთელს კავკასიაში. ამასთან ერთად, ჩრდილოეთ ოსეთი ეს მოსკოვისადმი ერთ ერთი ყველაზე ლოიალურად განწყობილი რეგიონი იყო ყოველთვის.
ხოლო აფხაზეთი კი ეს არის აფხაზურ-ადიღური სამყაროს ნაწილი, ეს არის მთელი ჩრდილო -დასავლეთ კავკასია და რა თქმა უნდა ეს ასევე არის რეგიონი, რომელსაც მოსკოვისათვის უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
ანუ საქართველო აქ არაფერ შუაშია ხომ საერთოდ?
საქართველოც გახდა მძევალი ზუსტად ისევე, როგორც რუსეთი. რუსეთს რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რაიმე სახის დახმარებაზე ეთქვა უარი და ამით საქართველოსათვის კარტ-ბლანში მიეცა ნებისმიერი ქმედებებისათვის ამ რეგიონების მიმართ, რუსეთი დაკარგავდა ლოიალობას თავის მიმართ მთელს ჩრდილოკავკასიაში ანუ ყველაზე ლოიალური და მშვიდი რეგიონები გახდებოდნენ ყველაზე მღელვარე რეგიონები.
ის, რომ მაგალითად, ჩრდილოეთ ოსეთში ყველა პოზიტიურად და დადებითად არ უყურებს სამხრეთ ოსეთს, სულაც არ ნიშმავს, რომ იქ მზად არიან იმისათვის, რომ რუსეთმა დათმოს სამხრეთ ოსეთი. ამიტომაც გახდა, რუსეთი ამ სიტუაციაში მძევალი.
ახლა კი რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება რუსეთის მხრიდან იმის აღიარება იქნებოდა, რომ იგი სრულიად უუნაროა, უსახურია და რომ ის მიდის არა მხოლოდ მთელი კავკასიიდან, არამედ მთლიანად მთელი თავისი სამხრეთის რეგიონიდან.
და რას ფიქრობთ იმაზე, რომ საქართველო იქნება ოდესმე მზად აღიაროს თავისი რეგიონების დამოუკიდებლობა ?
საქართველო დღეს ამისათვის მზად არ არის და არა იმდენად იმიტომ, მძიმე მემკვიდრეობაა, რომ ხსოვნა იმისა, რომ ეს ტერიტორიები საბჭოთა კავშირის დროს მის შემადგენლობაში იყვნენ, ისტორია და სხვა დანარჩენი ჯერაც არის... არამედ იმიტომ რომ ამისათვის ჯერ არ არიან მზად არც ბრიუსელში და არც ვაშინგტონში.
როგორც კი ბრიუსელში და ვაშინგტონში გადაწყვეტენ, რომ აფხაზეთის აღიარება შეიძლება უმალვე დაიწყება მიდგომების ცვლილება ამ საკითხისადმი საქართველოში. თანდათანობითი ცვლილება. დღეს კი ამისათვის ბრიუსელსა და ვაშინგტონში მზად არ არიან.
აი, სამხრეთ ოსეთთან სხვა სიტუაციაა, რაც მის თავისებურებებთანაა დაკავშირებული, სიმცირესთან, მის სრულ დამოკიდებულებასთან რუსეთთან და რა თქმა უნდა მოსკოვის მიერ გამოვლენილი უხეში რეაქციასთან სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
თქვენ წარმოგიდგენიათ რა მოხდება საქართველოში ვინმემ რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება სცადოს?
მე ხომ თანდათანობით პროცესზე ვსაუბრობდი. ეს ერთ მომენტში კი არ იქნება, აი ვაშინგტონში თქვეს და თბილისის საქციელი უცბად შეიცვალა. სწორედ ამიტომაც ვსაუბრობდი წლებზე. ახლაც რომ შეიცვალოს ვაშინგტონში დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ეს მაინც არ გადაწყდება არც ერთ, არც ორ და არც სამ წელიწადში. ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება.
რა თქმა უნდა ეს ტრავმაა, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ასეთივე ტრავმა იყო რუსეთის საზოგადოებისათვის საბჭოთა კავშირის დაშლა, მას შემდეგ ოც წელზე მეტი გავიდა და როგორღაც წარსულში. ჩვენთვის კიევიც ჩვენი ისტორიის მემკვიდრეობაა და ტრავმა იყო სეროიზული. სევასტოპოლი, რა თქნა უნდა ყირიმი - ტრავმა იყო სერიოზული აქ შეიძლება საერთო პარალელის გავლება, მაგრამ ნებისნიერი ტრავმა წარსულში გადადის.
მაშინ რა არის დადებითის, დათმობების ის მაქსიმუმი რაც რუსეთმა შეიძლება ჩვენთვის გააკეთოს?
მოდით თანმიმდევრობით გავყვეთ, რას აკეთებს რუსეთი ახლა და რისი გაკეთება შეუძლია მომავალში. პირველი ნაბიჯი ქართული საქონლისათვის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაა, რაც უკვე მეტწილად გაკეთებულია, მეორე ნაბიჯი ეს არის მაქსიმალური გამარტივება თუ არა მოხსნა სავიზო რეჟიმისა, ვინაიდან ეს მართლაც ნონსენსია და სისულელეა, რომ ქართველს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უფრო იოლად შეუძლია ჩასვლა ვიდრე რუსეთში და ეს სიტუაცია არანორმალურია. ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში პუტინი ამას მოაგვარებს.
ასევე ვფიქრობ რომ რუსეთს შეუძლია წინააღმდეგობა არ გაუწიოს, ხელი არ შეუშალოს თბილისისა და სოხუმის და თბილისისა და ცხინვალის დიალოგს. ჩემი აზრით, მოსკოვში არ იქნება არავითარი ილუზია და ეჭვი იმისა, რომ ეს დიალოგი მხოლოდ პოზიტივისა და სიკეთის მომტანი იქნება აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ხალხებისათვის.
ამ შემთხვევაში არც არაფერი არ ემუქრება არც რუსეთის არც აფხაზეთისა და არც სამხრეთ ოსეთის ინტერესებს. იმიტომ, რომ აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც თავისი არჩევანი უკვე გააკეთეს და მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ რომც შეიცვალოს მათი არჩევანი მაინც ადრინდელი დარჩება ანუ - მათი ორიენტაცია რუსეთზე. თუმცა აფხაზეთის შემთხვევაში ეს მხოლოდ რუსეთი არ არის.
მე ვფიქრობ, რომ თუ რუსეთი ამ დიალოგს წინ არ აღუდება ეს იქნება სავსებით პერსპექტიული და ნორმალური, მაგრამ აქ არის ერთგვარი ე.წ. წყალქვეშა ქვები, მე მხედველობაში მაქვს პოზიცია, რომელიც ყოველთვის ლოგიკური არ არის ჩვენი პარტნიორებისა დასავლეთში, ევროკავშირსა და აშშ-ში, რომლებმაც ასევე თავისი გზა უნდა აირჩინონ და ხელი შეუწყონ იმას, რომ მათი დიალოგიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან რუსეთის ზურგს უკან არ მიმდინარეობდეს და მიდიოდეს ჩვენი და საქართველოს თანდასწრებით.
იყო ეს უნდა იყოს ღია დიალოგი და მასზე უნდა დაუძახონ ადამიანებს რუსეთიდანაც და საქართველოდანაც - ეს ერთი და მეორე - უარი თქვან ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე. მე ვთქვი უკვე რომ ბრიყვულია, რომ ქართველს არ შეუძლია რუსეთში ჩასვლა, მაგრამ როდესაც აფხაზს არ შეუძლია შენგენის ზონებში ჩასვლა და ისინი ყოველ შემთხვევაში ათანხმებდდნენ თბილისთან ვიზის გაცემას - ესეც არანორმალურია. ადამიანებს აქვთ ჩვეულებრივი რუსული პასპორტები და ისინი ყველა იმ უფლებით უნდა სარგებლობდდნენ რა უფლებებითაც რუსეთის მოქალაქეები სარგებლობენ. არ შეიძლება მათ რკინის ფარდა ჩამოუფარო და ისინი დასავლეთში არ შეუშვა. ეს არაპერსპექტიულია და არაფერ კარგამდე არ მივა.
არსებობს მოსაზრება, რომ მოსკოვი სოჭის ოლიმპიადის შემდეგ საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს. დიალოგის დაწყების პარალელურად მავთულხლართები სულ უფრო და უფრო აქტიურად იჭიმება ჩვენს ტერიტორიაზე. მითხარით, რა შეიძლება კიდევ მოხდეს ცუდი სოჭის ოლიმპიადის შემდეგ ?
რაც შეეხება მავთულხლართებს ეს ახლა არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 2009 წელს მიღებულ იქნა გადაწვეტილება ამის თაობაზე. ეს უკვე ძველი საკითხის გაგრძელებაა და არახალია. თუმცა ეს თემატიკა მუსირებას ძალიან დროულად იწყებს როდესაც იგეგმება კარასინი-აბაშიძის შეხვედრა უმალვე იწყება ან ამ საკითხის გააქტიურება ან ზედმეტი ხმაური ამ საკითხის გარშემო. ჩემი აზრით, ამას იყენებენ ის წრეები, როგორც საქართველოში, ისევე რუსეთში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ურთიერთობების ნებისმიერი გაუმჯობესება რუსეთსა და საქართველოს შორის მათ ინტერესებში არ არის.
სხვათაშორის ამ წრეებს საკმაოდ სერიოზული გავლენა აქვთ.
ამას გარდა, თუ შეიცვლება ხელისუფლება აშშ-ში და თუ გააქტიურდება საქართველოს ნატოში შეყვანის მცდელობები რაც მოსკოვისათვის რა თქმა უნდა მიუღებელია, მიმაჩნია, რომ მოსკოვის მხრიდან არაორდინალური ნაბიჯები იქნება გადადგმული.
მაგალითად?
მაგალითად, შეიძლება ჩატარდეს რეფერენდუმები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მათი რუსეთთან შეერთების შესახებ ფედერაციის სუბიექტების უფლებებით. აი, მაგალითისათვის ამ ტიპის ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას.
ასევე შესაძლოა ვიღაცას მოუნდეს გაააქტიუროს ანტითბილისური განწყობილებები საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებში მაგალითად ჯავახეთში. მე ახლა თეორიულად ვსაუბრობ და არა მგონია, რომ ამგვარი გეგმა ახლა ვინმეს ჰქონდეს. მაგრამ მე ვსაუბრობ როგორც მაგალითზე - რა შეიძლება მოხდეს საერთოდ.
ამგვარი ნაბიჯების გადადგმა კი ყველასათვის კონტრპროდუქტიული იქნება რუსეთისთვისაც, საქართველოსთვისაც და დასავლეთისთვისაც.
"ჯი-ეიჩ-ენი, ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე