უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის თითოეულ მოქალაქეს ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. ამ დღეებში სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება აგრესიისა და შუღლის უფსკრულშიუ აღმოჩნდა, სახელმწიფო კი სამოქალაქო ომის ზღვარზე. ამიტომაც უკრაინის თითოეული მოქალაქე განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოს მომავლის წინაშე. ყველა უნდა დაფიქრდეს მანამ ვიდრე საბედისწერო ნაბიჯს გადადგამს, რომელიც კატასტროფამდე მიმყვანი იქნება", _ განაცხადა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა მმართველმა მიტროპოლიტმა ანტონმა კიევო პეჩორის ლავრაში.
„უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მთელი თავისი ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში თავის ხალხთან იყო და მის სიხარულსა და ტკივილს იზიარებდა.
მიყავდა რა უკრაინელი ხალხი მუდმივი გადარჩენისკენ, ყოველთვის უბიძგებდა მას ახლობლისა და სამშობლოს სიყვარულისთვის.
ლოცვა გავაძლიეროთ, იმისათის რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოიღოს მოწყალება და მოგვანიჭოს ჩვენ ცივი გონება და ცხელი გული, ყველას, ვისთვისაც ჩვენი გაერთიალებული, თავისუფალი უკრაინა სულერთი არ არის", _ ბრძანა მეუფემ.