კრწანისის რაიონის გამგეობას, 2014 წელის ბიუჯეტის გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების განხორციელება.
თბილისის დაუმტკიცებელი ბიუჯეტის პირობებში, რაიონის გამგეობა სხვადასხვა სახის პრობლემების წინაშე დადგა.
გამგეობა უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების 1/12-ისა, რაც რა თქმა უნდა სრულად და დროულად ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ პროგრამის დაფინანსებას, რაც 2014 წლის ბიუჯეტით არის გაწერილი.
თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე და კრწანისის რაიონის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი, ორთაჭალის ქუჩაზე იქ, სადაც ასფალტის საფარის დაგება უნდა განხორციელებულიყო, მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია გააცნეს.