შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N2 სასაზღვრო სექტორის (კირნათი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს თურქეთის მოქალაქე იბრაჰიმ ა.
იგი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის I ნაწილით.