შსს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ტერიტორიაზე, N9 სასაზღვროსექტორის (ვახტანგისი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარისამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებულიღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს მოქალაქე ასიფ ი.
იგი 2014 წლის 17 იანვარს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის I ნაწილით.