თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული "სინათლის ქალაქის" დირექტორმა ნიკა ტოგონიძემ მთავარი პროკურატურა დატოვა. როგორც საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ტოგონიძემ განაცხადა იგი მოწმის სტატუსით სატელევიზო ანძის გამორთვის გამო დაიკითხა.
,, დაკითხვა წუხანდელი ინციდენტთან დაკავშირებით იყო. კითხვები ძირითადად, ტექნიკური ხასიათის იყო, თუ რას აკეთებს ჩვენი საწარმო, რას უწევს ექსპლუატაციას, შეხება გვაქვს თუ არა ნავიგაციასთან და ა.შ", _განაცხადა ტოგონიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ტოგონიძე გუშინ სატელევიზიო ანძის გათიშვის ფაქტზე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.