შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს კოსოვოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-იურედ აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გააუქმებისაკენ საქართველოს სახელით მოუწოდებს.
ლეიბორისტების ლიდერის განცხადებით, თუU ამ კონფლიქტური რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება არ შეიცვლება, მსოფლიოში მცხოვრები 5000 ეთნიკური ერობრივი ჯგუფები დამოუკიდებლობას მოითხოვენ, ეს კი მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს და კაცობრიობის კატასტროფა გარდაუვალი იქნება.
მისივე განცხადებით, "გარდამავალ პერიოდში სეპარატისტულ რეგიონებში კონტროლი უნდა განახორციელონ საერთაშორისო პოლიციურმა ძალებმა და შერეულმა ადმინისტრაციებმა, რომლებიც მოამზადებენ პირობებს ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად და მანამდე ლტოლვითა დასაბრუნებლად, რის შემდეგაც დაკანონდება ამ ერთეულების ფარტთო პოლიტიკური ავტონომიები. ეს არის არსებული ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი"- დასძინა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით, " მინდა კმაყოფილებით ავღნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების მართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სენატში საგარეო პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარის, ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ბატონ კერის გამოსვლა სენატის სხდომაზე, სადაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ კოსოვოს აღიარება ბუშის უდიდესი და ტრაგიკული შეცდომა იყო" -დასძინა "ლეიბორისტების" ლიდერმა.