საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის მსჯავრდებული მოქალაქე, შაქრო ბოღიშვილი დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ფერად ჭავლური პრინტერისა და სპეციალური ლაქ-საღებავების გამოყენებით, სისტემატიურად ახდენდა ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადებას და შემდგომ გასაღებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ სავაჭრო ობიექტებში.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.