მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქ.თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტელეანძაზე გაითიშა გარეგანათება და საჰაერო ნავიგაციისათვის განკუთვნილი შუქურა, რითაც შესაძლოა ვერ იქნას უზრუნველყოფილი უსაფრთხო ფრენა.
„ვინაიდან, მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და საჰაერო ხომალდისათვის საშიშროების შექმნით, რაც გამოიხატა სანავიგაციო დანადგარისთვის ხელის შეშლაში, რითაც საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2273-ე მუხლის მე-3 ნაწილით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები