ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
"მთავარ პროკურატურაში ვარ დაბარებული "გირგვლიანის საქმესთან" დაკავშირებით. რა თქმა უნდა მე ხვალაც, ისევე, როგორც წინა ორ შემთხვევაში დროულად გამოვცხადდები დაკითხვაზე და კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ ვუპასუხებ გამომძიებლის შეკითხვებს, ვინაიდან ჩემს ინტერესებში შედის ამ საქმესთან დაკავშირებით საბოლოოდ სიმართლის დადგენა და საქმის დასრულება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე მე უკვე ორჯერ მაქვს გამოძიებისთვის ჩვენება მიცემული და მათ სრულად მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია თუ რას უკავშირდება გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ჩემი ხელახალი დაბარება პროკურატურაში. მიმაჩნია, რომ ეს არის ზეწოლის მორიგი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან ჩვენს ოჯახზე და ამ გზით ცდილობენ მიაღწიონ იმას, რაც არ გამოუვიდათ წინა მთავარი პროკურორის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად,"-ნათქვამია თაკო მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში", -წერს სალაყაია facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები