ბათუმში, რუსთაველის #17 საკუთარ ბინაში ბიზნესმენი ევგენი კოზლოვიჩი გარდაცვლილი იპოვეს.
მეზობლების განმარტებით, ბიზნესმენის სავარაუდოდ მოკლულია.
ევგენი კოზლოვიჩის ბათუმში რესტორანი "ბათუმი" და ლუდის ბარი "ლუდი კოზლოვიჩი" ჰქონდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და კრიმინალისტები მუშაობდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.