გიორგი ცაგარეიშვილი დღეს უკვე სააკაშვილის იმპიჩმენტს ითხოვს და, ლეიბორისტების მიერ მომზადებულ დოკუმენტს უერთდება, რომელიც პარლამენტის მიერ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითვალისწინებს.
ლეიბორისტების ინიციატივაზე საკუთარ მხარდაჭერას დეპუტატი ხელმოწერით დააფიქსირეებს და ამ მხრივ პირველი გახდება პარლამენტის წევრებს შორის.
პარლამენტში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყების შესახებ ლეიბორისტებმა პარლამენტს იანვრის ბოლოს მიმართეს და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში შესაბამისი განცხადება წარადგინეს.
ამ მოთხოვნას ხელს შალვა ნათელაშვილი, პარტიის გენერალურ მდივანი სოსო შატბერაშვილი, პოლიტიკურ მდივანი გიორგი გუგავა და იდეოლოგიურ მდივანი კახა ძაგანია აწერენ ხელს. ამ ხელმოწერებზე შეერთება კი დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმაც გადაწყვიტა.
პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის ინიცირებისთვის საჭიროა დეპუტატების 1/3-ის ხელმოწერა, რის შემდეგაც დოკუმენტი უმაღლეს სასამართლოს გადაეგზავნება, საიდანაც შესაბამისი დასკვნის შემდეგ ისევ პარლამენტს დაუბრუნდება კენჭის საყრელად. პრეზიდენტის იმპიჩმენტის სახითხის დადებითად გადასაჭყვეტად კი საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ი.
გუშინ კი ცაგარეიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც იგი პარლამენტარებს რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს კითხვაზე `გსურთ თუ არა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება არაგგვიანეს 2010 წლის 1 იანვრისა.~