სახალხო დამცველის აპარატი ყოფილი პატიმრის გოდერძი ჯოლოხავას საქმესთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას დააკვირდება.
უჩა ნანუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ჯოლოხავას სკანდალური განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიება ობიექტურად ჩაივლის.
,, ჩვენ თვალყურს მივადევნებთ ამ საქმის გამოძიებას. ჩვენი ოფისი ჩართული იქნება და თვალყურს მივადევნებთ გამოძიების განვითარებას", _განაცხადა ნანუაშვილმა.
გოდერძი ჯოლოხავა ყოფილი პატიმარი და ბაჩო ახალაიას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელმაც, ციხეში პატიმართა წამების შესახებ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა და შემდეგ საკუთარი ქმედება ზეწოლით ახსნა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.