საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის 2011 წლის 6 ივლისს გაფორმებულ მორიგების შეთანხმებას. დოკუმენტი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი თანმიმდევრობით: საქართველოს მხარის მიერ დაქირავებული იურიდიული კომპანიის წერილი შეთანხმების დოკუმენტების ორიგინალი ვერსიების გადმოგზავნის შესახებ; მორიგების შეთანხმება; მორიგების შეთანხმებაში შესული ცვლილებები; დამატებითი შეთანხმება; დამატებით შეთანხმებაში შესული ცვლილებები.
დაინტერესებულ პირებს მხარეებს შორის გაფორმეულ ხელშეკრულებაზე დეტალური ინფორმაციის მიღება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან შეეძლებათ.