ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემირ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის ყოფილი გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება.
პროცესი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.