იუსტიციის მინისტრის თეა წულკუკიანის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადაციის პროცესი მიმდინარეობს. იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს და საზოგადოებას მოუწოდა, რომ აღნიშნული საკითხისადმი მშვიდი განწყობა შეინარჩუნონ.
„პირადად ვისურვებდი, რომ ამ საკითხისადმი იყოს რაც შეიძლება მშვიდი განწყობა, იმისათვის, რომ ფრანგ მოსამართლეს მიეცეს პირუთვნელად და ობიექტურ პირობებში გადაწყვიტოს კეზერაშვილის ექსტრადაციის საკითხი", _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დატოვების შემდეგ.