წინა ხელისუფლებამ MAP-თან დაკავშირებით გააჩინა ტყუილი მოლოდინი და შემდეგ ყველა ერთად დავრჩით გაღიმებული და იმედგაცრუებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"MAP-ის მიღება-არ მიღების საკითხს რაც შეეხება, წინა ხელისუფლებამ შექმნა აბსოლუტურად გაუგონარი მოლოდინი, გააჩინა ტყუილი მოლოდინი მოსახლეობაში და შემდეგ ყველა ერთად დავრჩით გაღიმებული და იმედგაცრუებული. ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენი საქმით ვამტკიცებთ. საქმე გამოაჩენს ჩვენს შედეგებს. ჩვენი საგარეო ვექტორი არ იცვლება. თუ MAP-ი არ იქნება ახლა, იქნება მოგვიანებით, ეს არ არის პრინციპული; მაგრამ, თუ კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა თუ არ გვინდა, რა თქმა უნდა, გვინდა", - დასძინა ღარიბაშვილმა.