თბილისის საქალაქო სასამართლოში, 26 მაისის საქმეზე, ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ვანო მერაბიშვილიც ესწრება.
დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია ბრალდების 11 მოწმის დაკითხვა.
"ეს ადამიანები დაადასტურებენ იმ ძალადობას, რომელსაც 26 მაისის აქციაზე ჰქონდა ადგილი", - განაცხადა პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა.
მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ბრალდების მოწმეები მხოლოდ და მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ იმყოფებოდნენ აქციაზე.