შეწყალების კომისიამ 60-ზე მეტ პატიმარზე შეწყალების რეკომენდაცია გასცა.
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, მსჯავრდებულთა სია პრეზიდენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
"წინა სხდომისგან განსხვავებით, შინაარსობრივადაც იყო ძალიან მძიმე საქმეები, ამიტომ 250 განცხადებიდან მხოლოდ 60-ზე მეტ საქმეზე გავეცით რეკომენდაცია. პრეზიდენტი შეწყალების აქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
შეწყალების კომისია პატიმართა მორიგ შეწყალებას 3 მარტისთვის გეგმავს.