საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს. რომ პოლიტიკურმა გაერთიანება `ალიანსი საქართველოსთვის~ იჩქარა. როდესაც ე.წ. პლებისციტის შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.
მისი აზრით, მათ მილიონნახევარი ადამიანი მაინც უნდა გამოეკითხათ, რათა შედეგები დამაჯერებელი ყოფილიყო. ამის შესახებ განცხადება ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას `ალიანსი საქართველოსთვის" მიერ პლებისციტის შუალედური შედეგების კომენტარისას გააკეთა.
მისი თქმით, თუ გამოიკითხება მილიონახევარი ადამიანი და მათგან მილიონი მაინც იტყვის რომ ქვეყნის პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს, ხელისულფება მართლაც უნდა დაემორჩილოს ხალხის ნებას.
`ასეთი შედეგი საყურადღებო იქნება ხელისუფლებისთვის და განაჩენის გამომტანიც," - აცხადებს ვეფხვაძე.