14 იანვარს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის", ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები ა.ი. და ბ.ბ., რომლებსაც საბაჟო პროცედურების გავლისას აღმოაჩნდათ „iPhone"-ის ფირმის 36 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 33 410 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის მთავარ სამმართველოს.
მასალის გამოყენების პირობები