დღეს, 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილება შეჩერებული თბილისის მერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმის განხილვას განაახლება.
პროცესზე, ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან და მას თავად გიგი უგულავაც დაესწრება.
თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს და თბილისის უფლებამოსილება შეჩერებულ მერს გიგი უგულავას გამოძიება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.
უგულავას ბრალი სამ ეპიზოდში აქვს წარდგენილი: რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისება და "თბილსერვის ჯგუფში" "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დასაქმება.