2014 წლის 13 იანვარს, სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში, მსჯავრდებულ ლ.ხ.-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე ბრალი წარედგინა.
გამოძიების თანახმად, მსჯავრდებული ლ.ხ. სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში, თავის საცხოვრებელ საკანში ფარულად ინახავდა უკანონოდ შეძენილ, კუსტარულად დამზადებულ აკრძალულ საგნებს - ბანქოსა და ლურსმანს, რომლებიც 2013 წლის 11 დეკემბერს, დაწესებულების თანამშრომლებმა საკნის შემოწმება-დათვალიერების დროს ამოიღეს.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.