"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დანიის სამეფოში ვიზიტს განაგრძობს.
ვიზიტის ფარგლებში ბაქრაძემ გუშინ შეხვედრები პარლამენტში გამართა. კერძოდ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დანიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ტორ პედერსენმა მიიღო. შეხვედრას ასევე დანიის პარლამენტის პრეზიდიუმის 4 ვიცე-სპიკერი ესწრებოდა, რომლებიც ლიბერალურ, სოციალ-დემოკრატიულ, სახალხო და კონსერვატიულ პარტიებს წარმოადგენენ.
მხარეებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, ეკონომიკური კრიზისის დროს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დანიის სამეფოს დედოფალმაც მიიღო.
შეხვედრა დედოფლის ზამთრის რეზიდენციაში გაიმართა.
ამასთან, გუშინ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ დანიის მეფის ქრისტიან IX-ს სასახლე მოინახულეს. ქრისტიან IX ისტორიაში ევროპის დიდი მამის სახელით შევიდა.
შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაციის დანიაში ვიზიტი 2 აპრილამდე გაგრძელდება. დელეგაცია ბაქრაძე ხელმძღვანელობს, მის შემადგენლობაში კი დეპუტატები: გია თორთლაძე, მაგდა ანიკაშვილი, აკაკი მინაშვილი და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელი შედიან.