შეწყალების სახელმწიფო კომისიას ახალი დებულება, სავარაუდოდ, თვის ბოლოს მზად ექნება. ამის შესახებ, კომისიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განმარტა.
მისივე განცხადებით, ახალ დებულებაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და ის უფრო ჰუმანური იქნება.
,, ახალ დებულებაზე უკვე ვმუშაობთ და თითქმის უკვე დავასრულეთ. სავარაუდოდ, თვის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მოვახდენთ პრეზენტაციას. ახალი დებულება ბევრად უფრო ჰუმანური იქნება", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ალეკო ელისაშვილმა
.