შსს სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს (ახალციხე) ტერიტორიაზე, N5 სასაზღვრო სექტორის (ნიალა) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს (აღმოსავლეთი) ახალციხის ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ერდაგი ბ., რომელმაც 2014 წლის 9 იანვარს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.