თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გვიან ღამით 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. ადგილობრივების განმარტებით, ეზოში ხმაური გაიგონეს რასაც მალევე გასროლა მოყვა და შედეგად 19 წლის ახალგაზრდა მსუბუქად ფეხში დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ,,რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლითაა აღძრული.