ქრთამის აღების ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ნუგზარ ირიაული დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 47 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ერთი წლით სარგებლობაში უკანონოდ გადაცემის სანაცვლოთ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით, 14 000 ლარი აიღო.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით