არასამთავრობო ორგანიზაცია "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი სამართალდამცავებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ჩხარტიშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე კი თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი სამართალდამცავებმა მერიასთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს, სადაც არასამთავრობოები და გარემოს დამცველები ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს აცნობეს ლაშა ჩხარტიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.