ნატო არ აპირებს გახდეს "გლობალური პოლიციელი" და ამით გაერო შეცვალოს. ალიანს ამისათვის ძალა და თანხები არ გააჩნია", - განაცხადა ნატოს ოპიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ.
"აშკარაა, რომ ალიანსი არ აპირებს გახდეს მინიატურული გაერო ან მსოფლიო ჟანდარმი. ჩვენ ამისათვის არც მანდატი გავქვს არც ფული, არც რესურსი და არც ძალა. არ არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ალიანსი კვლავ დარჩება ევროატლანტიკურ თანამეგობრობად"- განაცხადა მან "ინტერფაქსისათვის " მიცემულ ინტერვიუში.
აპატურაის მტკიცებით, ნატო გაეროს განიხილავს, როგორც გლობალურ საერთაშორისო ორგანოს "და თითქმის ყვველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ სწორედ გაეროს ვუთანხმებთ"- განმარტა აპატურაიმ.
კითხვაზე შეუძლიათ თუ არა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, ინდოეთი და ავსტრალია ალიანსში გაწევრიანება, აპატურაიმ განაცხადა, რომ არ არსებობს გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ სადამდე შეიძლება წავიდეს ნატოს გაფართოება. "ვაშინგტონის შეთანხმებაში აშკარად არის ნათქვამი, რომ ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ევროპულ დემოკრატიებს შეუძლიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვაშინგტონის შეთანხმების პრინციპების შეცვლა გახდებოდა აუცილებელი"- დასძინა აპატურაიმ