,,გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განმარტებას აკეთებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს აცნობეს ლაშა ჩხარტიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი სამართალდამცავებმა მერიასთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს, სადაც არასამთავრობოები და გარემოს დამცველები ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ.