მერიასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც არასამთავრობოები და გარემოს დამცველები ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ სამართალდამცავებმა ,,რინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.
მერიასთან მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა რაც აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვის მოწყობა, ნაწილმა კი მერიის პიკეტირება სცადა, თუმცა პოლიციამ ამის ნება არ მისცა.
შეგახსენებთ, რომ მერია გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და განმარტავს, რომ ეს ტერიტორია ვაკის პარკს არ ეკუთვნის, შესაბამისად სასტუმრო აუცილებლად აშენდება.